პარლამენტის წინ აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პროტესტის 61-ე დღეს, პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა თსუ-დან დაიწყო, შემდეგ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მათ აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართეს აქცია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა