პარლამენტის წინ აქციას დიზაინერებისა და მთასვლელთა მარშებიც შეუერთდნენ

პარლამენტის წინ აქციას დიზაინერებისა და მთასვლელთა მარშებიც შეუერთდნენ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას დიზაინერების მარშიც შეუერთდა. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცოტა ხანში შეუერთდება მთამსვლელთა მარშიც. ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ – ამ წუთებში ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. პროტესტის არდში მყოფ ადამიანებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ ადგილზე მიტანილი და “ქართული ოცნების” ანტიევროპულ კურსს ერთხმად აპროტესტებენ.