პარლამენტის წინ აქციას გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა.
პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ.
გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს.
მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ – „საქართველო“.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო ს მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”
აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.
ასევე, -ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
წყარო: ინტერპრესნიუსი