პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენა დაიწყო.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციელების კორდონია განლაგებული. თუმცა წყლის ჭავლის მანქანები არა განლაგებული.
მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი
