პარლამენტის წევრებმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მ და დავით მათიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა პოტენციური მამხილებლებისთვის ძლიერი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების საჭიროებაზე და მის უზრუნველსაყოფად მულტისექტორულ თანამშრომლობაზე.
ამავე შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებისთვის ერთობლივ ხელშეწყობასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზებას.
მემორანდუმი ასევე მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით.