პარლამენტის შენობის წინ, სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები – ირაკლი კობახიძე

ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.
„რაც შეეხება იმას, რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში, ამას ვითხოვდით ჩვენ ე.წ. რუსული კანონით- ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – აღნიშნა მ.
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.