პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა უნდა განაგრძონ, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი არის დასაცავი.
აქციის მონაწილეების თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და პროტესტს ყოველდღიურად გამოხატავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში