პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევაც – კონსტიტუციონალისტი

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია, ტვ პირველთან, ამბობს:
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით ცნო საკუთარი უფლებამოსილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არალეგიტიმურად გაკეთდა და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება არაკონსტიტუციური მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, როდესაც არ დააკმაყოფილებს სარჩელს, ეცდება, რომ რაღაც ფორმით, სამართლებრივად გაასწოროს ეს ყველაფერი და ითქვას, რომ ის მოვლენები, რაც მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ არის კანონიერია. თუმცა, თავისთავად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება სარჩელი, ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა იქნება არაკონსტიტუციური, არაკონსტიტუციური იქნება მთავრობის დაკომპლექტებაც და შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევაც.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა