პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის სამართლებრივი მექანიზმებით შეფერხების ორი გზა – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
ლაპარაკია შეფერხებაზე და არა კოლაფსზე. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს, თორემ ის მარტივად შეძლებდა ს არაკონსტიტუციურად ცნობას. მაგრამ ამ ვითარებაში მინიმუმ ის მაინც შეიძლება, რომ პროცედურული ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენოთ (თუ ასეთ ბრძოლას ვინმე აპირებს). და გამოვიყენოთ პრინციპული თვალსაზრისით სწორად, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დემოკრატიას თავად ჩვენვე არ შევუქნათ საფრთხე.
როგორ?
ნაბიჯი
ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 3 დღეში 30 დეპუტატს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება.
რა უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში? ყველანი თვალს ადევნებდით საიას სარჩელს არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ დააკმაყოფილეს სააპელაციო სასამართლოებმა. მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ საარჩევნო კანომდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა უარყვეს საიას სარჩელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს (ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა). მნიშვნელოვანია, რომ ის ნორმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო, ამავდროულად არის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, უფრო კონკრეტულად ელექტრონული ხმის მიცემისა და მისი ფარულობის უზრუნველმყოფი ნორმები.
შედეგად მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს:
ნაბიჯი
პარლამენტის რეგლამენტით ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობის პროცედურებია დადგენილი. პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ.