პარლამენტის ტერიტორიიდან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს

პარლამენტის ტერიტორიიდან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.
მომიტინგეებმა კი ქაშვეთის ტაძართან და „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე