პარლამენტის სპიკერი: უნგრეთის პარლამენტი ალბათ არ მიემხრობა ნატოში შვედეთის შესვლას

უნგრეთის ოპოზიცია ალბათ მოითხოვს პარლამენტის საგანგებო სესიის ჩატარებას, რათა დაამტკიცოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის შესვლა, განაცხადა უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლასლო კოვერმა.
index.hu-ს ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს მცდელობა, სავარაუდოდ, წარმატებით არ დასრულდება.
სპიკერმა დასძინა, რომ „ვერ გრძნობს განსაკუთრებული დაჩქარების აუცილებლობას, არავითარი საგანგებო ვითარება არ არსებობს“ ნატოში შვედეთის გაწევრიანების განცხადების გარშემო, იტყობინება Reuters-ი.
უნგრეთი ნატოს წევრებს შორის არის ბოლო ქვეყანა, რომელსაც არ დაუდასტურებია შვედეთის ალიანსში გაწევრიანება. შვედეთმა უკრაინის მიმართ ს აგრესიის შემდეგ უარყო თავისი ნეიტრალური პოლიტიკა და სამხედრო კავშირში შესვლა გადაწყვიტა.
თურქეთმა, რომელიც ასევე არ ემხრობოდა სტოკჰოლმის ნაბიჯს, 23 იანვარს პარლამენტის სესიაზე დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი.
ანკარამ შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. ახლა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი ერდოანს ხელმოწერისთვის დაუბრუნდა. ალიანსის წესდების თანახმად, ნატოს ბლოკში ახალი წევრები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღებიან.

ასევე დაგაინტერესებთ