პარლამენტის სპიკერატში მე-6 ვიცე-სპიკერი აირჩიეს – ამ პოსტზე ილია ინჯიას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა

პარლამენტის სპიკერატში რიგით მეექვსე ვიცე-სპიკერი აირჩიეს – ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილ ილია ინჯიას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ინჯია ვიცე-სპიკერად პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა. მან ვიცე-სპიკერის ის ადგილი დაიკავა, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის.
XI მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან: – პირველი ვიცე სპიკერია გია ვოლსკი, უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები – ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)