პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე

პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე
გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.
„ორი დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს „ენჯეოთა“ გაერთიანებას, „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. ამ საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში