პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით -ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..