პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი დაიბარეს

“2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სხდომა პარლამენტში 11:00 საათზე არის ჩანიშნული.
ამავე ინფორმაციით, სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა;
„სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია. ასევე, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება