პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ.
მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტი დაბალანსებულია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება – საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის 10 კანონი მიიღო და დღეს განხილული პროექტი მეთერთმეტეა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას