პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო.
კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ს გამოსვლამ დარბაზში უკმაყოფილება და უმრავლესობის წევრთა შეძახილები გამოიწვია.
“თავხედობ ბექა, ნაცებზე უარესი ხარ”, – მიმართა მას „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის შემდეგი გამომსვლელის დროსაც გაგრძელდა, თუმცა, სიტუაცია მანდატურის ჩარევის შედეგად განიმუხტა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე დეპუტატმა დარბაზი დატოვა, თუმცა მოგვიანებით ჯაფარიძე დარბაზში დაბრუნდა.