პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც, პარტიულის სიის პირველი ნომერი

25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, – რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი .
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან – დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად არ აღიარებს ს შედეგებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ.
პირველი სხდომა, – განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
ის სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, – როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
· „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
· მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
· მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ