პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევას აპროტესტებენ და კვლავ ისმის შეძახილები: “მონებო”, “სირცხვილია”.
თავდაპირველად კენჭი ს მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.
ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 – წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.
მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განიხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა