პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამაც დატოვა

პოლიციელებმა, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, ტერიტორია დატოვეს.
პოლიციელთა გაყვანას აქციის მონაწილეთა მხრიდან შეძახილები მოყვა: „რუსებო, მონებო“.
პოლიციის გასვლამდე კი რამდენი წუთით ადრე პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის ავტომანქანები. მანამდე კი ტერიტორია დატოვეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. ისინი სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“.

ასევე დაგაინტერესებთ