პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ. პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. ამას გარდა, თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.
წყარო: ინტერპრესნიუსი