პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებენ, მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
პარლამენტთან დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმა სცადეს. მომიტინგეებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ