პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა – სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების მისამართით ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მომხრე ვარ, პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით, პარალელური არჩევნები ჩაატაროს – საღად მოაზროვნე ადამიანი არა თუ ამას არ იტყვის, არამედ არც იმას, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს