პარლამენტის მიმართულებით ლოზუნგებით – “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!” მარში მიმდინარეობს

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით “ქალების მარში” მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”, “გამოდით, გამოდით!”.
მათ გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?