პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წინსვლას არ ემსახურება, ის არის “რუსული კანონი”, ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს.
“უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება სტვენით გააპროტესტეს პარლამენტის წინ შეკრებილებმაც.
იყო შესძახილები: “არა რუსულ კანონს!”, “რუსებო, რუსებო!” “მონებო!”.
ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ “ქარათული ოცნების” დეპუტატების მიერ პარალემტის შენობის დატოვებას ხელი უნდა შეუშალონ, ამიტომ შეკრებილებმა შენობის გვერდითა ქუჩებზე გადაინაცვლეს.
“83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით მოღალატოებრივად მიიღო კანონი. ხელი უნდა შევუშალოთ, რომ მოღალატეებმა არ დატოვონ შენობა”, – მოუწოდა ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება