პარლამენტის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, პოლიცია განლაგდა – სავარაუდოდ, ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენობიდან გამოსაყვანად ემზადებიან.
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ვეტოს დაძლევაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ 1 საათში გაიმართება.
ამ დროისთვის ე.წ. რუსული კანონისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს როგორც პარლამენტის წინა, ისე უკანა ტერიტორიაზე.