პარლამენტის, მთავრობისა და სხვა უწყებების შენობების პიკეტირება პატიმრობით დაისჯება

მთავრობის ადმინისტრაციამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიიღო დადგენილება, რომელშიც არის იმ ადმინისტრაციული შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ბლოკირებაც პატიმრობით დაისჯება. ამ ჩამონათვალში მოხვდა პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საპატრიარქოც კი.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი . მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
· სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი – ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
· სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
სტრატეგიულ ან ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად განისაზღვრა შემდეგი უწყებების შენობები:
· პარლამენტი, აჭარის უმაღლესი საბჭო;
· მთავრობის ადმინისტრაცია;
· სამინისტროები;
· სასამართლოები;
· საკრებულოები და მერიები;
· პროკურატურა;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
· დაზვერვის სამსახური;
· ეროვნული ბანკი;
· საელჩოები და საკონსულოები;
· ;
· საპატრიარქო;
· სასაზღვრო გამტარი პუნქტები;
· ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა;
· ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტები;
· მაღალი ძაბვის ქვესადგურები;
· ელექტროენერგიის გადამცემი სისტემები;
· ის დაწესებულებები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
· სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
· მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
· ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია;
· სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მატარებლები;
· მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
· თბილისის მეტრო;
· აეროპორტები.
თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის ბლოკირება აქციის მონაწილეებს არაერთხელ უცდიათ. ასე მოხდა მიმდინარე წლის აპრილ-მაისშიც, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის წესით დასჯაზე პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სწორედ მაშინ ისაუბრა.
მსგავსი დოკუმენტი 2003 წლის 17 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიიღო „მოქალაქეთა კავშირის“ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა. დოკუმენტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2004 წლის ივლისში გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ