პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.
„მადლობა სამუშაო ჯგუფს. ინფორმაცია კომიტეტისთვის მიწოდებულია. ფორმალური შესაბამისობა დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ტრადიციულია, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა, გახსნილი, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასევე წარმოდგენილი იქნება პროფესიული საზოგადოება“,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა.
მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს