პარლამენტის თავმჯდომარე, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თანმხლები საპარლამენტო დელეგაცია, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე.
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები.
ალენ სიმონიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით