პარლამენტის თავმჯდომარე არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თანხმლები საპარლამენტო დელეგაცია არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე.
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები.
ალენ სიმონიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?