პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს დაგლას ვებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დაგლას ვებს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა.
„მხარეებმა მიმოიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე ისაუბრა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პრიორიტეტებსა და გეგმებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება