პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ს ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ-კაჰარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული პარტნიორობა. ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ