პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი მ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა მ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა.
იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა ს წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება