პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, დახურულ ფორმატში, სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევის საკითხს განიხილავს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, მედიისათვის დახურულ ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევის საკითხს განიხილავს.
დახურულ სხდომაში მონაწილეობს მთავრობის მიერ სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი მდინარაძე, რომელიც კომიტეტის წევრებს ახალ თანამდებობაზე საკუთარ ხედვებს აცნობს.
„მამუკა მდინარაძეს აქვს სამომავლო ხედვები თუ როგორ განახორციელებს მოღვაწეობას. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ის იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წარმატებული უფროსი – დაწყებული პიროვნული თვისებებით და განვლილი პროფესიული გზით, რომელიც მას ახასიათებს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები საიმედო ხელში იქნება!“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ სხდომის დაწყებისას.
პარლამენტი მამუკა მდინარაძეს სუს-ის უფროსად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევს.
სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში – 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა აგვისტოში მან გადადგომის თაობაზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა