პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ოცნება” ნინო წილოსანის არჩევას გეგმავს

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მ მედიას დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ აცნობა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძე თქვა, რომ თავად დაიკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, მას შემდეგ, რაც ირაკლი მ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
„ქართული ოცნების” ფრაქციას კი დეპუტატი რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.
ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ვაკანტურად დარჩენილ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დაიკავებს.
მდინარაძემ სხვა საკადრო ცვლილებებზეც ილაპარაკა: „ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას“.
8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ