საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ამირან (ბუტა) რობაქიძის დედას, ია მეტრეველს უსმენენ.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის თანახმად, განსახილველი საკითხებია: „ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე“.”
რაც შეეხება დანარჩენ პირებს, სხდომაზე ასევე მიწვეული არიან ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი და ბესიკ ბერიტაშვილი.
როგორც ცნობილია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კომისიაზე მისვლას არ აპირებენ.
