პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პირველი არსებითი სხდომა გადაიდო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ს პირველი არსებითი სხდომა გადაიდო. პროცესი 23 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება.
სასამართლო პროცესს არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო გააძევეს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ ადვოკატებსაც, თუმცა, მათ სხდომის გადადება ითხოვეს, ვინაიდან ბრალდებულთან მათ კონსულტაციის გავლა სჭირდებათ.
ამასთან, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის „სამართალდამცავებმა უკანონოდ გაიტაცეს”, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
სხდომის გადადების შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა და აღნიშნა, რომ ეს სხდომის გაჭიანურებას ემსახურება.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.