პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მოუსმინეს

ვინც ჩემთვის ჩამორთმეული ქონებით ისარგებლა და ეს ქონება საბოლოო ჯამში, უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფასში მიიღო, ეს არის , ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, რამაზ ახვლედიანმა პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.
„2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს Lisi lake development-ს პირდაპირი მიყიდვის წესით, გადასცა ჩემთვის ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურას განცხადებით მივმართეთ. ასევე სასამართლოში შევიტანეთ [განცხადება] პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ, როგორც ქონების დღევანდელი მეპატრონე, მესამე პირად Lisi lake development-ი მოიწვია. მან გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი და იმ ყველაფერს, თუ რამე მქონდა გაკეთებული, შესყიდული, ნაშოვნი ხაზი გადაუსვა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ერთად გვებრძოლა სამართლიანობისთვის, ჩემი საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა. ამიტომაც გამიმტკიცდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე (ან ერთ-ერთი მაინც, თუ მთავარი არა), იყო ის [ხაზარაძე] და მისი მეგობრები. ვინც ისარგებლა ჩემთვის ჩამორთმეული ქონებით და ეს ქონება მიიღო საბოლოო ჯამში, უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფასში, ეს არის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
ბიზნესმენი ასევე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს მისთვის ფული არ გადაუხდია ლისის ტბის იმ ნაწილისთვის, რომელიც მისგან შეიძინა.
„ჩემთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია ბატონ მამუკას, თუ არადა, შეუძლია წარმოადგინოს თანხის გადახდის დოკუმენტაცია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“