პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია
„საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა ს შემდეგ დაიდება და ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ დასკვნა ვიღაცამ ს შედეგებზე სასპეკულაციოდ არ გამოიყენოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ.
მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც აგენტურული ქსელით არიან დაკომპლექტებული და დაკვეთები მხოლოდ გარედან მისდით, უნდა აიკრძალოს.
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია – ის, რაც მძიმე წარსულად დაუტოვეს მოსახლეობას და ეს სიმძიმეები დღესაც ეტყობა ქვეყანას.
დროებითი საგამოძიებო კომისია აქტიურად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. სიმძიმეები არ იყო მხოლოდ ერთი მიმართულებით – იყო წამების, მკვლელობების და ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტები. 2008 წლის ომის საკითხი კი ცალკე მიმართულებაა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე გამართა ოცდაათამდე სხდომა, გამოკითხულია ასზე მეტი ადამიანი. საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხედავს, მათ ხელში როგორ მძიმე ფაქტებთან ჰქონდა ქვეყანას და საზოგადოებას საქმე. ეს არის უმძიმესი წარსული. ამ წარსულის გამეორება არ შეიძლება. ეს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ასეთი წარსულის მქონე პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, საკუთარ ინტერესებზე და სხვათა დაკვეთებზეა ორიენტირებული, ქვეყნის მართვის ბერკეტებისგან შორს უნდა იყოს. პარტიები, რომლებიც აგენტურული ქსელით არიან დაკომპლექტებული და დაკვეთები მხოლოდ გარედან მისდით, უნდა აიკრძალოს. საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა არჩევნების შემდეგ დაიდება და ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ დასკვნა ვიღაცამ არჩევნების შედეგებზე სასპეკულაციოდ არ გამოიყენოს,“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული