პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“, განხილვისთვის წარედგინა – ამასთან, ბიურომ პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, 6 თებერვალს, პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსმენა დღის წესრიგში დაამტკიცა.
მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ჯერ პარლამენტის კომიტეტებზე, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის სხდომებზე, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე წარიმართება.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამთავრობო გუნდში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეიცვლება. ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურაა წარდგენილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ 29 იანვარს განაცხადა, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება შეუწყდა, ყველა მინისტრი კი მოვალეობას ასრულებს.