პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო საკანონმდებლო პაკეტი ხვალ, 10 ივნისს წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. ძირითადი პროექტის სახელწოდებაა – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 მისგან გამომდინარე კანოლნპროექტებია.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.