პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ოქროჯანაშვილი გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.
პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ – ახლა რაც ხდება, სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობაა