პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ოქროჯანაშვილი გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.
პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.
www.interpressnews.ge