პარლამენტის აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც შეუჩერეს

პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აქვეყნებს წერილს პარლამენტის აპარატის უფროს ქეთევან კვინიკაძის ხელმოწერით, სადაც აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად დასახელებულია, რომ 24 მაისს ქაჯაია აგრძელებდა დეპუტატის ჩაწერას მის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის მიუხედავად.
დეპუტატის ვინაობა წერილში მითითებული არაა, თუმცა მელაძის თქმით, პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ გაიგეს, რომ საუბარია სოზარ სუბარზე.
„რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ. მედიის მოვალეობაა ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის დროს, პასუხისმგებელ პირებს დაუსვას კითხვები და მოიპოვოს მათი პასუხები. რადგან ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა პარლამენტში, ამიტომ იძულებული ვიქნებით, სოზარ სუბართან და პარლამენტის სხვა წევრებთან ინტერვიუ ჩავწეროთ, პარლამენტს გარეთ: მაღაზიასთან, სახლთან, სალონთან, რესტორანთან, სადაც კი მოვახერხებთ“, — წერს მელაძე.
„ტვ პირველი“ მიმართავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს, დეპუტატები იყენებენ ბოროტად, რამაც უკვე საშიში პრეცედენტები შექმნა.
„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით, ბოლო ორ დღეში, პარლამენტის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს.
ინფორმაციისთვის, ს ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.

ასევე დაგაინტერესებთ