პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების უკან განლაგდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“, „რუსებო“, „წადი“.
პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბულობაა. ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ამასთან, თავისუფლების მოედანზე, კერძოდ კი, საკრებულოსთან, წყლის ჭავლის ოთხი მანქანაა განლაგებული. ასევე, რამდენიმე მიკროავტობუსით განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.