პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
ახალგაზრდებმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში