პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური.
ამასთან, პროკურატურამ გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ჭუმბურიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება, კერძოდ საქმე 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამეს მიმდინარე მოვლენებს ეხება.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.
