პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა.
ისმის შეძახილები: „მონებო”; „ს მონებო; “სირცხვილია”; ასევე საყვირების ხმა.
სამართალდამცველებს გადაკეტილ აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ ვეტოს დადებას გეგმავს.