პარლამენტთან ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული – აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული.
ისინი აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. პოლიცია ასევე მობილიზებულია ჭიჭინაძის ქუჩაზე.
პერიოდულად, ადგილზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის ვითარება იძაბება.
მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, სავარაუდოდ პოლიციამ ორი პირი დააკავა.