ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის შემდეგ პარლამენტთან შიმშილობა სამმა აქტივისტმაც დაიწყო.
უფრო კონკრეტულად, შიმშილობას შეუერთდნენ აქტივისტები: ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.
რაც შეეხება მოშიმშილე პოლიტიკოსებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ დაიწყო. მას დღეს შეუერთდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრი გედევან ფოფხაძე.
